სანქტ-პეტერბურგში, ისააკის მოედანზე მდებარე მილერის ისტორიულ სასახლეში ხანძარია.
სანქტ-პეტერბურგში, ისააკის მოედანზე მდებარე მილერის ისტორიულ სასახლეში ხანძარია. ქალაქის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 2 000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ხანძარს სირთულის მესამე დონე მიენიჭა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლმა შენობის ყველა სართული მოიცვა. პოლიციამ ისააკის მოედანი გადაკეტა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.
Read the full story at michaelkhachidze ↗